კახა კალაძე: ზამთარში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკის მიწოდება არ იგეგმება

მთავრობა არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მტაცებელი ისევ თბილისის ქუჩებში დადიოდა

ზამთარში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკის მიწოდება არ იგეგმება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, გარკვეული ჯგუფების მიერ გავრცელებული შესაბამისი ინფორმაცია არის “ძალიან დიდი ტყუილი”.
“შემოდგომა-ზამთრის მოსამზადებელი სამუშაოები მიდის ისე, როგორც გათვალისწინებული იყო. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ გარკვეული დაჯგუფებების მხრიდან მიზანმიმართულად ისმოდა ინფორმაციები, თითქოს მოსახლეობას ელექტროენერგია ზამთარში გრაფიკით მიეწოდებოდა. კიდევ ერთხელ მინდა გავაკეთო, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, ძალიან დიდი სიცრუე. არანაირი გრაფიკით ელექტროენერგიის მიწოდება არ იგეგმება. ჩვეულებრივ, 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება, როგორც ეს ხდებოდა წლების განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა არასდროს დააბრუნებს ქვეყანას წარსულში.
“პირიქით, ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ენერგეტიკის, ისე ეკონომიკის განვითარებისთვის”, – განმარტა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ელექტროენერგიასთან დაკავშირებულ ტარიფებს, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, დღეისთვის აღარ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ტარიფის ხელახალი გადახედვა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშისასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება