კახი კალაძე: 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება

“2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება,” – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახი კალაძემ, განაცხადა.

კახი კალაძემ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ისაუბრა, რომელიც, მისი განცხადებით, 2020 წლისთვის იგეგმება.

„რეგიონების მიხედვით გამოთანაბრება მოხდება და ასევე 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ვგეგმავთ. ეს არ არის ძალიან მარტივი. ამას ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდება. აქ უნდა იყვნენ ჩართულები ექსპერტები, უცხოეთიდან უნდა მოვიწვიოთ ადამიანები, ვისაც ამის გამოცდილება გააჩნიათ. უნდა ჩაერთვნენ არასამთვრობო ორგანიზაციები, პარტიები, შესაბამისად, 2020 წლისთვის ჩვენ სრულიად განსხვავებული საარჩევნო სისტემა გვექნება.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ზამთარში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკის მიწოდება არ იგეგმება
შემდეგი სტატიაფიფას პრეზიდენტი გადააყენეს