სასტუმრო „რედისონთან“ მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო.
“გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, ცეცხსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების ფაქტზე. დაკავებულია ერთი პირი საპატრულო პოლიციის მიერ. დაშავებული არავინ არ არის. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადეს შსს-ში.
სასტუმრო „რედისონთან“, თაბუკაშვილის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. ერთ-ერთმა ტყვიამ კაზინო „რედისონის“ შუშა დააზიანა.