ისლამისტმა მებრძოლებმა ჯადოქრობაში ბრალდებულს თავი მოკვეთეს

257FE98C00000578-2945684-image-a-7_1423477487401 ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, სირიის ქალაქ რაკში უცნობ მამაკაცს თავი მოკვეთეს.
ზოგიერთი არაბული წყაროს ცნობით, უცნობი მამაკაცი, რომელსაც ისლამისტმა მებრძოლებმა ხალხმრავალ ადგილზე თავი ნაჯახით მოკვეთეს, ჯადოქრობასა და მაგიის გამოყენებაში იყო ბრალდებული.
სურათებზე, რომელიც შემთხვევის ადგილზეა გადაღებული, ჩანს რომ მეომრები, მათ შორის ერთი არასრულწლოვანის აღნაგობით, ცნობისმოყვარე ხალხის თვალწინ როგორ ადებინებენ თავს 60 წლამდე მამაკაცს ხის კუნძზე. როგორც წყაროები ადასტურებენ, არსებობს ამ შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც, თუმცა ისინი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
257FE98500000578-2945684-image-a-8_1423477950986257FE99000000578-0-image-a-6_1423476722370257FE99900000578-2945684-image-a-9_1423477954043

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ალაპარაკდა
შემდეგი სტატიაფოთში რუსეთის დროშით მცურავი გემი 65000 ლარით დააჯარიმეს