იან კელი ქართველ სამხედროებს აფასებს

იან კელი

საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ, – ამის შესახებ ვაზიანში ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, იან კელიმ განუცხადა.
მისი თქმით, დღეს თავად დარწმუნდა და ნახა, რომ ქართველი სამხედროები მზად არიან ავღანეთში გასამგზავრებლად.
“თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და შეიარაღებული ძალების სარდლობის წყალობით დიდი პატივი მერგო ვიყო დღეს აქ და მივიღო მონაწილეობა ამ ცერემონიალში. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ იამაყონ იმ სამსახურით, რომელსაც მუდმივად ადასტურებენ სამხედროები და იმ წვლილისთვის, რომელიც შეაქვთ საერთაშორისო უსაფრთხოებასა და მშვიდობის საქმეში. საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს თავგანწირვით, რომელსაც მისი შვილები ავლენენ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს გახლდათ რიგითი ყულჯანიშვილი. ვამაყობ ასევე ჩვენი ამერიკელი საზღვაო ქვეითებით, რომლებიც წვრთნებს გადიოდნენ ქართველების მხარდამხარ და წლების განმავლობაში ავღანეთში მისიაში ერთად მონაწილეობენ”, – განაცხადა კელიმ.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების სიმბოლურ აქციას შეუერთდა
შემდეგი სტატია2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა პარლამენტში დღეს შევიდეს