2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა პარლამენტში დღეს შევიდეს

2016 წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა პარლამენტში დღეს შევიდეს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ განაცხადა , მომავალი წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ და ჯანდაცვის სფეროზე იქნება ორიენტირებული.
ნოდარ ებანოიძის თქმით, 2016 წლის ბიუჯეტი ძირითადად სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით იქნება ორიენტირებული.
,,2016 წლის ბიუჯეტის პარლამენტში შემოსვლის ბოლო ვადა არის 1 ოქტომბერი. როგორც ჩემთვის ცნობილია, პროექტი პარლამეტს დღეს ჩაბარდება. ამის შემდეგ დაიწყება განხილვები. 2016 წლის ბიუჯეტი ათი მილიარდის ფარგლებში იქნება. მისი ზრდა დაახლოებით 300-350 მილიონი ლარით მოხდება. ძირითადად ბიუჯეტი სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით იქნება ორიენტირებული”, -განაცხადა ნოდარ ებანოიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიიან კელი ქართველ სამხედროებს აფასებს
შემდეგი სტატიაოთარ დანელია – რაჭა-ლეჩხუმი რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის მზად არის