თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა

თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა

თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრათავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა. მინისტრი სენაკს დღეს ესტუმრა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა. ხიდაშელის განცხადებით, თავდაცვის სამინისტრო კაპრალის ხსოვნის უკვდავსაყოფად ყველაფერს გააკეთებს და მის ოჯახზე იზრუნებს. რამაზ დავითაია მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის შემადგენლობაში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას. 2012 წლის 20 ივნისს ის პატრულირების დროს მძიმედ დაიჭრა, რის შემდეგაც ჯერ გერმანიაში შემდეგ კი სამშობლოში მკურნალობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დავითაია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. კაპრალი ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით და სხვადასხვა მედლებითაა დაჯილდოებული.

თინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა kaprali-senaki

banner
წინა სტატიაშირომის პაპმა რუსეთს მოუწოდა უკრაინაში მშვიდობა დაამყაროს
შემდეგი სტატია,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს