,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

პოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორები''-ს ლიდერი ირაკლი ღლონტი საზოგადოებას მიმართავსპოლიტიკური გაერთიანება ,,რეფორმატორების’’ ლიდერის ირაკლი ღლონტის განცხადებით ქ. თბილისის მერია ემზადება სერიოზული კორუფციის გასაჩაღებლად, ამის უკან კი ,,ქართული ოცნების’’ კორუმპირებულ–კლანური წარმოშობის მქონე ჩინოვნიკები დგანან, რომლებიც ვერ კმაყოფილდებიან მოსახლეობის ჯიბიდან დაფინანსებული კომფორტით, ჯიპებით, ხელფასებითა და დანამატებით და მზად არიან თბილისელების ქონება გაფლანგონ საკუთარი არაკანონიერი ფინანსური ინტერესების შესაბამისად.
საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებით მიმართა დეპუტატებმა ირაკლი ტრიპოლსკიმ და გია ჟორჟოლიანმა, რომლითაც მოთხოვნილია თბილისის მერიისათვის ქონების პირდაპირი წესით განკარგვის უფლებამოსილების მინიჭება, რაც ნიშნავს იმას, რომ დედაქალაქის მესვეურები დედაქალაქელთა ქონებას ცვლილების განხორციელების შემთხვევაში მოახდენენ აუქციონის ფორმის გარეშე.
მე, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ადგილი აქვს კორუფციული სისტემის მონტაჟს, რაგ ზითაც გაადვილდება ჯოკია ბოდოკიას მრწამსის მქონე მერიის ჩინოვნიკებისათვის ქრთამის სანაცვლოდ დედაქალაქელთა ქონებების მასობრივად გასხვისება.
მე მსურს დედაქალაქის მერს ბატონ ნარმანიას მოვუწოდო, რომ უარი თქვას ამ მახინჯი სისტემის შექმნაზე, ამის გარდა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებისაგან მოვითხოვთ დაუყონებლივ იქნაა უარი ნათქვამი ბატონებისათვის ტრიპოლსკისათვის და ჟორჟოლიანისათვის ზემოაღნიშნული ცვლილების განხორციელებაზე, ვიანიდან მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა სქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში. თვით ყველაზე კორუმპირებულმა მთავრობებმაც კი ვერ გაბედეს ამ აშკარად მახინჯი და კორუფციული მეთოდის დანერგვა-აცხადებს ,,რეფორმატორების’’ ლიდერი ირაკლი ღლონტი

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელმა გარდაცვლილი კაპრალის რამაზ დავითაიას ოჯახს მიუსამძიმრა
შემდეგი სტატიაჯებ ბუში: პუტინი უნდა შევაჩეროთ