თბილისში ყვარლის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით დაშავებულები ცივი იარაღით დაჭრეს. შელაპარაკების მიზეზად წარსულში დაწყებული დაპირისპირება სახელდება. დაკავებულია ოთხი ადამიანი.
ქუჩურ გარჩევაში სავარაუდო მონაწილე ორივე მხარე ერთი უბნის მაცხოვრებელია. ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. გამოძიება ერთდროულად რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.