თავდაცვის მინისტრი ავღანეთში დაღუპულის ოჯახს უსამძიმრებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვას. თინა ხიდაშელმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ოჯახს და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა.

„ყველას მინდა მივმართო იქ აბსოლუტურად არაფერი ხდება, ეს შემთხვევა მოხდა პატრულირების დროს, ეს არ ყოფილა არც ბაზაზე თავდასხმა და არც რაიმე მსგავსი,“ – განმარტა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინისტრის ინფორმაციით, მას დღეს გერმანიაში, კლინიკაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიწმ. გიორგი ჭყონდიდელის სახელობის აკადემია კონკურსში „საქართველო დავით აღმაშენებლის ეპოქაში“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებს
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება