ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ადგილობრივი მთავრობის პირველმა პირებდა დღეს ახალმოსახლეობა ე.წ. „სამზარეულოსა“ და „გარაჟის“ ჩასახლებაში მცხოვრებ 14 დევნილ ოჯახს მიულოცეს, რომელიც ახალ ბინებში პირველები შევიდნენ.
თაბუკაშვილის ქუჩაზე აშენებულ 10 საცხოვრებელ კორპუსს სულ 320 დევნილი ოჯახი დაიკავებს. მათი შესახლება ეტაპობრივად მოხდება.
ბინების მშენებლობა გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.