ზვიად ძიძიგური ოპოზიციური რვიანის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას უარყოფს

რესპუბლიკელები და დეპუტატი ზვიად ძიძიგური კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ოპოზიციური რვიანი ითხოვდა. კურიერთან საუბრისას ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა რვიანს არ ჰქონია.

„ასეთი შეთავაზება ქართულ ოცნებას არ ჰქონია ქართველი ამომრჩევლისთვის. ასევე კიდევ ერთხელ უნდა ხაზი გავუსვა, რომ 2008 წელსაც, როდესაც ოპოზიციურმა რვიანმა შესთავაზა ხელისუფლებას თავისი საარჩევნო გეგმა, მაჟორიტარული სისტემა იქაც იყო შეთავაზებულ გეგმაში. ამიტომ საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი, რომ თითქოს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მაჟორიტარული სისტემა გაუქმდებოდა,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

რვიანის მიერ წარდგენილ დოკუმენტში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ინახება პროპორციულ სისტემაზე შეთანხმება მოხდა. ამ შეთანხმებას კი ხელს აწერენ რესპუბლიკელები და კონსერვატორები, თუმცა ამ დოკუმენტზე ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ „მოთხოვნა ერთია და გაუქმება მეორე.“

„არ ითხოვდა რვიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, ისტორიულად ასეა. ზვიადი მართალია, რას ვითხოვდით ერთია და გაუქმება მეორეა. ჩემი მეხსიერებით ლევან ბერძენიშვილს ახსოვს, რომ რვიანი ამას არ ითხოვდა, იგივე ახსოვს ზვიად ძიძიგურსაც. ფაქტები ასეთია,“ – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი: პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან
შემდეგი სტატიაავღანეთიდან ჩამოსვენებულ სამხედროს რუსთაველები ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ