პაატა ზაქარეიშვილი: პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან

„სამწუხაროდ, ვიდრე კომფლიქტი მოგვარებულია არაა, ასეთი მოვლენებისგან თავს ბოლომდე ვერ დავიზღვევთ,“ – ასე გამოეხმაურა სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენლის გატაცებას სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თაბნასწორობის საკითხებში.

პაატა ზაქარეიშვილის ინფორმაციით, საკითხში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

„პრომლემები არის, თუმცა გატაცებული ადამიანები შედარებით მალე თავისუფლდებიან, ვიდრე ადრე იყო, მაგრამ ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. უკვე განთავისუფლებულია არასრულწლოვანი ახალგაზრდა და დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე მოხდება მეორე დაკავებულის განთავისუფლებაც,“ – განაცხადა საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორბის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სოფელ დვანიდან ერთი ოჯახის 2 წარმომადგენელი გაიტაცეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გატაცებული 13 წლის ტატო მამაგულიშვილი უკვე გათავისუფლებულია.

banner
წინა სტატიაშიტაიპ ერდოღანი: ასადთან ერთად სირიის გადარჩენა შეუძლებელია…
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური ოპოზიციური რვიანის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას უარყოფს