ავღანეთიდან ჩამოსვენებულ სამხედროს რუსთაველები ცოცხალი ჯაჭვით დახვდნენ

თანაქალაქელებმა ამ ფორმით მიაგეს ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპულ 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილს, რომელიც თბილისში დღეს ჩამოასვენეს.

რუსთაველებმა და სამხედროებმა ქალაქ რუსთავის შესასვლელიდან ჯარისკაცის სახლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

გარდაცვლილი სამხედრო ბაგრამის საავიაციო ბაზიდან ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოასვენეს.

აეროპორტში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური ოპოზიციური რვიანის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას უარყოფს
შემდეგი სტატიაბარაკ ობამა ვლადიმერ პუტინს შეხვდება