“ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მთავრობის უნიათობა. რა თქვა სასჯელაღსრულების მინისტრმა, საერთოდ ვერ გავიგეთ. ჩვენი მმართველობიოს პერიოდში არ არსებობდა არცერთი ადამიანი, რომელიც კანონით დადგენილი ვადის შემდეგ ერთი წუთი დარჩენილიყო ციხეში”- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.
გიგი უგულავას სასამართლო პროცესზე ყველასთვის მოულოდნელად გამოცხადდა შსს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
“მე მინდა მივმართო პროკურატურას: რაც უფრო მალე შეგუებიან იმ ფაქტს, რომ მათ ძალმომრეობას და აღვირახსნილობას დაესვა წერტილი, კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთივის,” – ასე მიმართა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე პროკურატურას.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებმა ტელეკომპანია „იმედის“, „თბილსერვისის“ და რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხების განხილვამდე მოსამრთლე ლაშა ჩხიკვაძეს შუამდგომლობით მიმართეს, სადაც ისინი საქართველოს საკონსტიტუციო სასამრთლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.