ნიკა რურუა: ასეთი ახლოსმხედველი, მხდალი, ბოღმით შეპყრობილი, სულმოკლე და მშიშარა ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია

ნიკა რურუა სოციალურ ქსელში გიგი უგულავას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.

“თავისუფლება ადამიანის სულსა და გულში ცხოვრობს და არანაირ ციხეს, არანაირ სასჯელს, არანაირ ფარსს, ძალაუფლების არანაირ ბოროტად გამოყენებას მისი იქ დამარცხება არ ძალუძს, რადგან თავისუფლების სული ბევრად ძლიერია მდაბიო გონებებში ჩაბუდებული სიძულვილზე, ბოღმასა და შიშზე.

ასეთი ახლოსმხედველი, მხდალი, ბოღმით შეპყრობილი, სულმოკლე და მშიშარა ხელისუფლება საქართველოს არ ჰყოლია დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან – “ოცნება” და მისი პატრონი საკუთარი საზომით ჭრის და სჯერა, რომ რისაც ყველაზე მეტად თვითონვე ეშინია – ამ შემთხვევაში, პატიმრობის – ასევე საშიშია ეს ყველა დანარჩენისთვის.

ის მწარედ ცდება და ეს დღეს გიგი უგულავამ საკუთარ მაგალითზე ყველას გვიჩვენა როცა ღიმილით დაბრუნდა საკანში 24-საათიანი თავისუფლების შემდეგ.

ბრძოლა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის გრძელდება.

სოლიდარობა პოლიტპატიმრებს!” – წერს ნიკა რურუა.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილი: ჩვენს დროს, ციხეში უკანონოდ არცერთი ადამიანი არ დარჩენილა
შემდეგი სტატიაილია მეორე: გაძლევთ ლოცვა-კურთხევას, სახლის კუთხეებში დააწეროთ მთავარანგელოზ მიქაელის სახელი