ესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა

BBC: საქართევლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის «დემარკაცია» შეაფასა

ესპანეთის სამეფოში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დასრულდა. როგორც “თაიმერს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ – კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში. საბოლოოდ, რატიფიცირების პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად ბრიუსელს28 ივლისს ეცნობა.
ამ დროისთვის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება უკვე 24 ქვეყანას აქვს რატიფიცირებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძე: კურსის მერყეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარმა ზუგდიდში დევნილთა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი