სოზარ სუბარმა ზუგდიდში დევნილთა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე დევნილთა ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მიმდინარე წელს ორი 12 სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს და 144 ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდეს. ბარამიას ქუჩაზე კიდევ 26 მსგავსი კორპუსის მშენებლობა იგეგმება, რაც ჯამში 2016 დევნილ ოჯახს დააკმაყოფილებს ბინებით.
მანამდე მინისტრმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში 42 დევნილ ოჯახს ბინის გასაღებები გადასცა.
შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დანიის ლტოლვილთა საბჭომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.
საბჭომ დევნილებს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზით მცირე გრანტებიც გადასცა.
ახალსოფელში დღეს უკმაყოფილო დევნილებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ შენობაში 4 ქულიანი დევნილებიც მოხვდნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათაც 4 ქულა მიიღეს, ბინებზე უარი ეთქვათ. საკითხთან დაკავშირებით სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინების განაწილება ობიექტურად ხდება და პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში დევნილებს შეუძლიათ, სამინისტროს ადგილობრივ სამმართველოებს მიმართონ.
დღესვე სოზარ სუბარი 14 დევნილ ოჯახს შეხვდა, რომელთაც მათ მფლობელობაშ არსებულ მიწებზე სახლებს აუშენებენ.

sozari sozari3 sozari4

banner
წინა სტატიაშიესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა
შემდეგი სტატიაკომპანია Alfa Romeo ახალი სედანს უშვებს