გიორგი ქადაგიძე: კურსის მერყეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

იმისათვის, რომ ეროვნული ვალუტა გამყარდეს, სავალუტო შემოდინებებია საჭირო და არა შეტევა ეროვნულ ბანკზე – ეს განცხადება გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ბანკი აკეთებს ყველაფერს, რომ ლარის კურსი დასტაბილურდეს.

“ლარის კურსის მერყეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს ზოგადად ის დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მუდმივი შეტევა რეფინანსირების განაკვეთზე, რომელსაც არანაირი პირდაპირი კავშირი ლარის კუსთან არ აქვს,” – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის დედოფლის სიმდიდრე
შემდეგი სტატიაესპანეთის სამეფომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება დაასრულა