ეკა ბესელია: უმრავლესობას გვენეტაძის კანდიდატურაზე შესაჯერებლად ერთი სხდომა არ ეყოფა

ეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა

ადამიანის უფლებებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მოსმენას ერთი სხდომა არ ეყოფა. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„შესაძლებელია დღეს ვერ მოხდეს შეთანხმება და სრულად ჩამოყალიბება. დღეს ჩვენ ვიწყებთ კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებში და ალბად ეს კონსულტაციები მთელი კვირა გაგრძელდება. თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე შესაძლებელია რამდენიმე შეხვედრა კიდევ დაგვჭირდეს,“ – განაცხადა ბესელიამ.

ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე მსჯელობს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, ნინო გვენეტაძის მხარდაჭერის საკითხიცაა.

banner
წინა სტატიაშიგამოიწვევს თუ არა ლარის კურსის ვარდნა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გაძვირებას?
შემდეგი სტატიაკიევს დასავლეთის მხრიდან უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება-მიხეილ სააკაშვილი