დარიალის ხეობაში მდინარე თერგის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა ხორციელდება

დარიალის ხეობაში მდინარე თერგის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა ხორციელდება. ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინინიტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვაჟა ფანჩულიძემ დაათვალიერა.
როგორც “თაიმერს”  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, მდინარის ნაპირზე 1 კილომეტრამდე დამცავი კედლის მშენებლობა ხორციელდება. უკვე დასრულდა მდინარის კალაპოტის გაჭრა და მიწის ვაკისის მოწყობა. პროექტი წყლის მოვარდნის შემთხვევაში განაპირა ზოლზე არსებულ გზასა და ლარსის გამშვებ პუნქტს დაზიანებისგან დაიცავს. მისი განხორციელება გასულ წელს, მაისში მომხდარი სტიქიის შემდეგ დაიწყო და ზაფხულში დასრულდება.
სამუშაოების ღირებულება 2 მილიონ 500 ათასი ლარია. ადგილზე 200-მდე ადამიანი არის დასაქმებული. მდინარე თერგის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს “სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიწინა ხელისუფლების დროს გათავისუფლებული 23 პედაგოგი სამსახურში აღდგება
შემდეგი სტატიაგიგლა აგულაშვილს პარლამენტში რესპუბლიკური პარტიის წევრი ჩაანაცვლებს