წინა ხელისუფლების დროს გათავისუფლებული 23 პედაგოგი სამსახურში აღდგება

წინა ხელისუფლების პერიოდში სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების საქმეების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.

800–მდე მიღებული განაცხადიდან კომისიის წევრებმა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების დასკვნა 23 პედაგოგის შემთხვევაში დადეს.

მათ შორის 7 სკოლის დირექტორია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 23–ვე მათგანის სკოლებში დაბრუნებაზე მუშაობა დაწყებულია.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია ორი წლის წინ გიორგი მრგველაშვილის მინისტრობის პერიოდში შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე წარუდგინა
შემდეგი სტატიადარიალის ხეობაში მდინარე თერგის ნაპირდამცავი კედლის მშენებლობა ხორციელდება