დავით ნარმანია: ე.წ. კორტების საქმის გახსნა წინა ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა

narmania

ე.წ. კორტების საქმის გახსნას მიესალმება თბილისის მერი. დავით ნარმანია აცხადებს, რომ საქმის გამოძიება წინა ხელისუფლების პირობებში განგებ არ ხდებოდა, რადგან ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა ის გაიხსნა ამ ხელისუფლების მოსვლიდან ორ წელიწადნახევარში და ყველაფერს ნათელი მოეფინა.

„როგორც იქნა ამ საქმეს ნათელი მოეფინა. საინტერესოა, რომ საქმე, რომელიც მიმდინარეობდა და გრძელდება, ასევე ბოლომდე იქნას მიყვანილი. მათ ჰქონდათ რამდენიმე წელი იმისათვის, რომ ეს საქმე გამოეძიებინათ და ბოლომდე მიეყვანათ, თუმცა ეს მათ ინტერესებში არ შედიოდა და შესაბამისად, არ გააკეთეს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო პროცესი და ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაჩქარდა, რამაც მოგვცა კიდეც შედეგი,“ – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კორტების საქმის გახსნას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა