ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს გაზაფხულზე ეწვევა

თბილისში გაზაფხულზე ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს ელოდებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით მუშაობა უკვე დაწყებულია.

უწყების ცნობით, ვიზიტის განხორციელებაზე შემოთავაზება ბელარუსის მხრიდან იყო. ლუკაშენკო თბილისში, შესაძლოა, აპრილში ჩამოვიდეს. ამჟამად კი ის მოკლევადიან შვებულებაში სოჭში იმყოფება. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა სოჭში პუტინისა და ლუკაშენკოს შეხვედრაც გაიმართოს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ე.წ. კორტების საქმის გახსნა წინა ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა
შემდეგი სტატიახანძარი ლოტკინზე ლოკალიზებულია – ცეცხლი ხევში გადაყრილ საბურავებს ეკიდა