“თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კორტების საქმის გახსნას წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ

„თავისუფალი დემოკრატები“ ე.წ. კორტების საქმის გახსნას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეს პროცესი შესაძლოა კამპანიურ ხასიათს ატარებდეს.

პარტიის წევრის, გია ცაგარეიშვილის შეფასებით, მალე არჩევნები ახლოვდება და შესაძლებელია, ამ გახმაურებული საქმის გახსნაც სწორედ იმის ჩვენებას ისახავდეს მიზნად, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო.

„წინა ხელისუფლება ამ საქმეს ხელს აფარებდა, ამჟამინდელი ხელისუფლება ამ საქმეს ვერ ხსნიდა. დავინახოთ, როგორ უნდა აღსდგეს სამართლიანობა ქვეყანაში. ჯერჯერობით, ამას კარგი პირი არ უჩანს. შეიძლება, ეს იყოს კამპანიური ხასიათის, იმიტომ, რომ არჩევნები ახლოვდება ქვეყანაში ორ წელიწადში,“ – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინისთვის სამხედრო დახმარებას ჯონ კერი კიევში ვიზიტისას განიხილავს
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ე.წ. კორტების საქმის გახსნა წინა ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა