გორან ბრეგოვიჩმა კიევში გამოსვლამდე კონცერტი ყირიმში ჩაატარა

გორან ბრეგოვიჩმა კიევში გამოსვლამდე კონცერტი ყირიმში ჩაატარა

სერბმა კომპოზიტორმა გორან ბრეგოვიჩმა რუსეთის მიერ ანექსირებულ ტერიტორიაზე, ყირიმში კონცერტი ჩაატარა დასავლეთის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მიუხედავად.
მუსიკოსის გამოსვლაზე წერს ადგილობრივი ForPost-ი.
ჟურნალისტებთან საუბარში მან აღნიშნა, რომ ყირიმში ნამყოფია ადრეც და მას უყვარს აქაური ბუნება და ადგილობრივი მოსახლეობა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ სანქციები მას საერთოდ არ აღელვებს.
„ჩემთვის სულ ერთია! ყოველშემთხვევაში, ჩვენ ბალკანეთზე ყოველთვის ვგრძნობთ დიდებას, რომელიც აღმოსავლეთიდან, რუსეთიდან მოდის. ვფიქრობ, დასავლეთი ყოველთვის გარკვეული ოდენობით პარანოიას განცდიდა ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ეს გაუვლით ან გამოიგონებენ რაიმე წამალს ამისთვის“ – განაცხადა მან.
მუსიკოსის კონცერტი, რომელიც კიევში იყო დაგეგმილი, გაუქმებულია.

banner
წინა სტატიაშინაპოვნია A 320 ლაინერის ვარდნის ვიდეო
შემდეგი სტატიასაზღვარზე ვიზის აღების პრაქტიკა არ აღდგება