გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები

გიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებიგიუმრიში მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები. ძალოვან სტრუქტურებს, როგორც დამნაშავის დაკავება ასევე მოსახლეობის მხრიდან შურისძიების გამოვლინების აღკვეთა აქვს დავალებული. დამოუკიდებელი წყაროები იტყობინებიან, რომ მოსახლეობაში დაძაბულობა იგრძნობა, თუმცა სომხური ოფიციალური წყაროები ამაზე არ საუბრობენ.

რამდენიმე წუთის წინ ერევნის ცენტრალურ მოედანზე შეკრება დაიწყეს მომიტინგეებმა, ქალაქ გიურმის პარალელურად ერევნელები მოითხოვენ დამნაშავე ჯარისკაცის ხალხისთვის გადაცემას და სომხეთიდან რუსული ბაზების გაყვანას. ბოლო ინფორმაციით, ერევნის ცენტრში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის პირველი შეტაკება მოხდა, დაიჭრილია 13 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციის თანამშრომელი.

ცნობისთვის, რუსული და სომხური სიანფორმაციოები მიმდინარე მოვლენებს საერთოდ არ აშუქებენ და მოსახლეობა გებულობს ფეისბუქის და იუთუბის არხების მეშვეობით.

banner
წინა სტატიაშიანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად სამი ადამიანია გარდაცვლილი
შემდეგი სტატიასომხეთში რუსი სამხედროების მტკიცებით მკვლელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ მათ ბაზაზეა