გედევან ფოფხაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს

მიხეილ სააკაშვილს გუბერნატორად დანიშვნას ვულოცავ, მაგრამ ამას ოდესელებს ვერ მივულოცავ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

“უკრაინელი ხალხი ჩვენი ერთ-ერთი ისტორიული მოკავშირეა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის უკრაინელების ბედი. ძალიან ვწუხვარ, რომ ხალხი, რომელიც უღელად ედგა ქართველ ხალხს და მოვიშორეთ, ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს. იმედი მაქვს, რომ უკრაინაში პოლიტიკური სპექტრი გაერკვევა, რა სჭირდებათ მათ და სააკაშილი ისეთ ნავსაყუდელს ნახავს, რასაც იმსახურებს” – განუცხადა ჟურნალისტებს გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით კერესელიძე: უკრაინასთან არანაირი ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება არ მოხდება
შემდეგი სტატიაპოლონელი ალპინისტების ჯგუფი თეთნულდზე საფრთხეშია