პოლონელი ალპინისტების ჯგუფი თეთნულდზე საფრთხეშია

3 პოლონელი მთამსვლელი მეორე დღეა ექსტრემალურ ვითარებაშია ჩარჩენილი. მთამსვლელები თეთნულდზე 4 ათას 200 მეტრზე იმყოებიან. მთაში ძლიერი თოვა და ყინვაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ პოლონელმა ტურისტებმა დაახლოებით 2 საათის წინ აცნობეს მთაში ჩარჩენის შესახებ.

პოლონეთის საელჩომ უკვე მიმართა საქართველოს ოფიციალურ სტრუქტურებს თხოვნით დახმარება აღმოუჩინონ მთამსვლელებს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: რა დროს მიშაა, მიშა არის წარსული