დავით კერესელიძე: უკრაინასთან არანაირი ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება არ მოხდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს არ შეცვლის.

კერესელიძის თქმით საქართველო მზადაა უკრაინას ყოველთვის გვერდში დაუდგეს.

“მოგვწონს ეს თუ არა, არანაირი ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება არ მოხდება. ეს წარმოუდგენელია და დღის წესრიგში არც უნდა იყოს. უკრაინა დღეს მძიმე მდგომარეობაშია, მას განვითარება და გვერდში დგომა სჭირდება. საქართველო მზად არის ყოველთვის მის გვერდზე დადგეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპეტრე ცისკარიშვილი: ხელისუფლება თითოეულ ადგილსა და სკამს ებღაუჭება მომავალ პარლამენტში
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს უღელი დაადგეს უკრაინელებს