ბრიტანეთის ქვედა პალატამ რეფერენდუმის ჩატარება დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის ქვედა პალატამ დევიდ კემერონის წინადადება, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში ყოფნის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებაზე თანხმობა, მიიღო.
ამასთანავე, დეპუტატებმა ტექსტში ცვლილებებს უყარეს კენჭი. ამ საკითხში ოპოზიციას კემერონის კონსერვატიული პარტიიდან ევროსკეპტიკოსებიც შეუერთდნენ.
პრემიერი იძულებული გახდა შეკითხვის ფორმულირებისთვის “უნდა იყოს თუ არა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი”, დაემატებინა ფრაზა: “თუ უნდა დატოვოს ის”.
რეფერენდუმი 2017 წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს. ასეთი დაპირება დადო ქვეყნის პრემიერმა დევიდ კემერონმა მისი ხელახალი არჩევისას. თვითონ პრემიერი თანახმაა ქვეყანა გაერთიანებაში დარჩეს, თუკი ევროკავშირი სხვადასხვა ტიპის რეფორმებს გაატარებს.

banner
წინა სტატიაში„არდაზიშვილს არანაირი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე” – გომელაური “სუს”-ის თანამშრომელზე
შემდეგი სტატიადევიდ კრემერი: ბუშის პოლიტიკის პრობლემა საქართველოსთან მიმართებაში ის იყო, რომ ახლო ურთიერთობები ჰქონდა ქვეყნის ხელმძღვანელებთან