აშშ-ს სამხედრო გამანადგურებლება ერაყში ისევ არასწორი პოზიცია დაბომბეს

ჰაფეზ ასადმა ,,შარლი ებდოს,, მოწინააღმდეგებს დაარტყა გუშინ სირიის ქალაქ იდლიბში, სადაც ამ ქალაქისა და მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა ადგილობრივი ისლამისტი ლიდერების ხელმძღვანელობით ,,შარლი ებდოს,, კარიკატურების წინააღმდეგ გამოხატავდა პროტესტს, ასადის საჯარისო ფორმირებებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს შეკრებილ მოსახლეობაზე. იერიშის შედეგად დაღუპულია 10 და დაჭრილია 7 მოქალაქე. დასახლებულ პუნქტს, დაბომბვის შედეგად გამოწვეული ნგრევისა და გაჩენილი ცეცხლისაგან, მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა. ამავედროს, სირიის ქალაქ ალეპოს ოლქის პროვინცია ქობანიში (ქალაქი აინ ელ არაპ) , რომელსას ისლამური სახელმწიფოს მეომრები აკონტროლებენ, გუშინ ერაყიდან ქურთისტანის ,,ფეშმერგას,, შეიარაღებული ნაწილები შევიდნენ. თურქული მედიის ცნობით, ქურთულმა ,,ფეშმერგამ,, აშშ-სთან შეთახმებით მიიღო გადაწყვეტილება სირიის ტერიტორიაზეც მიეტანა იერიში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებზე, რასაც ნატოს ავიაციის მიერ ამ პროვინციაზე განხორციელებული ავიადარტყმებიც მოწმობს. ამ მომენტისათვის ქალაქ აინ ელ არაპში რომელიც შავ ბოლშია გახვეულია, გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეობს ჯიჰადისტებსა და ,,ფეშმერგას,, შორის.

აშშ-ს სამხედრო ძალების გამანადგურებლემბა ერაყის არმიის პოზიციებსა და შიიტ და სუნიტ ამბოხებულებზე, როლებიც სამთავრობო ძალების მხარეს იბრძვიან, ისევ შეცდომით მიიტანა იერიში – წერს ირანული სააგენტო „ფარსი.“
ამერიკულმა გამანადგურებლემბა რვა ავიადარტყმა განახორციელეს ქალაქ ტიკრიტის მიდამოებში, რომელიც რამდენიმე ხნის წინ განთავისუფლდა „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებისაგან. დაბომბვას რამდენიმე ერაყელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა.
ამერიკელი სამხედროების არასწორი პოზიციების დაბობმბა პირველად არ ხდება. მათ უკვე რამდენიმეჯერ აერიათ ერთმანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ და ერაყის სამხედრო ძალების პოზიციები – წერს სააგენტო.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთი იემენის დაბომბვას აგრძელებს
შემდეგი სტატიამრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ არსებობს აღსარება და გამოსწორება