აქცია ბათუმში-რუსთაველის გამზირი უკვე 2 საათია გადაკეტილია

უკვე ორი საათია ბათუმში გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, ბათუმის სამშობიარო სახლთან 29 წლის მაია ვერძაძის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ.

ვერძაძე დღეს დილით, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. მისი ახლობლები სამშობიარო სახლის ექიმებს არაპროფესიონალიზმში ადანასაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ორსული ქალი ბათუმის სამშობიარო სახლში მაღალი წნევის გამო რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. ახლობლების თქმით, მათი თხოვნის მიუხედავად, მას საკეისრო კვეთა არ გაუკეთეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი პაციენტს 2 ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალშობილი მკვდარი დაიბადა, ქალს კი საშვილოსნო ამოკვეთეს და მძიმე მდგიმარეობაში სამშობიარო სახლიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიIRI-გამოკითხულთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება 23%-ით შემცირდა
შემდეგი სტატიალაშა ტუღუში: მედიის თავისუფალების თვალსაზრისით ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები