ამერიკა უკრაინას იარაღით მოამაგარებს

ობამა აშშ-ში 10 ათას ლტოლვილს მიიღებს

ბარაკ ობამას ადმინისტრაცია უკრაინის იარაღით მომარაგების შესაძლებლობებს განიხილავს, რათა მათ პრორუსული სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლა შეძლონ.
ამის შესახებ ამერიკული პრესა წერს. მათი აზრით, ამერიკა უკრაინას თავდაცვის იარაღებით მოამარაგებს.
გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული, მაგრამ უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ქალბატონმა მიენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინის რეგიონში პოლიტიკის მუდმივ გადახალისებაშია.
როგორც ბიბისის კორესპონდენტი წერს, ბარაკ ობამა კატეგორიული წინააღმდეგი იყო კიევისთვის იარაღი მიეწოდებინა, რადგან ეს წარმოშობს საშიშროებას კონფლიქტი აშშ-რუსეთის ომში გადაიზარდოს.
აშშ უკრაინას მიმდინარე მომენტში ბრონეჟილეტებით, ღამის ხედვის მოწყობილობებით და საინჟინრო აღჭურვილობებით ამარაგებს, მაგრამ როგორც New York Times გუშინდელ ნომერში წერს, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კონფლიქტის მოგვარების შედეგებზე ვერ აისახა, ამიტომ აშშ-მ შესაძლებელია გადაწყვიტოს უკრაინის იარაღით მომარაგება.
მიმდინარე კვირას დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს და აშშ-ს გენერალური მდივნის ჯონ კერის შეხვედრა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის სასამართლოდან პატიმარი გაიპარა
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრომ კანონიერი მფლობელებისგან გამოსყიდული 21 ბინა დევნილებს დაუკანონა