ალექსანდრე ვერშბოუ: ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას

ნატო სრულად უჭერს მხარს ალიანსში საქართველოს მომავალ წევრობას. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე ვერშბოუმ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ “ტვიტერზე” დაწერა.
“ყველა ინსტრუმენტი მზად არის იმისთვის, რომ საქართველოს მისწრაფებას ჰქონდეს წინსვლა. ნატო-სა და საქართველოს მყარი პარტნიორობა აქვს ავღანეთში მაღალი თავსებადობის ძალების მისიის წყალობით”, – დაწერა ალექსანდრე ვერშბოუმ “ტვიტერზე”.
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გუშინ გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიათამარ კორძაია: პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა წლის განმავლობაში