სარკინიგზო კატასტროფას ნიუ-იორკში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-იორკის მახლობლად სამგზავრო მატარებელი ლიანდაგზე გადასულ ორ მანქანას შეეჯახა. შემთხვევას 7 ადამიანი ესმხვერპლა და 12 დაშავდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე მისულ მაშველებს მანქანები ავარიის ადგილიდან 10 მეტრზე დახვდათ, მატარებლის რამდენიმე ვაგონს კი ცეცხლი ეკიდა. სამაშველო სამსახურებმა დროულად მოახერხეს 800-ზე მეტი მგზავრის გამოყვანა. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექიმები და მეხანძრეები.

banner
წინა სტატიაშირადიკალმა ისლამისტებმა იორდანელი მფრინავი ცოცხლად დაწვეს
შემდეგი სტატია“საქართველოს ბანკის” ექსპრეს-ცენტრში შეიარაღებული პირი შეიჭრა