მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა დამთავრებულია… შედეგები….???

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 7, 2015 01:59 განახლებულია

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა დამთავრებულია… შედეგები….???

მნიშვნელოვანი

  • საფრანგეთის და გერმანიის ლიდერების 5 საათიანი შეხვედრა, კრემლში ვლადიმერ პუტინთან დამთავრდა შეტანხმებით, რომ მხარეები სასწრაფოდ მოამზადებენ დოკუმენტს უკრაინული კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით. ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ასეთი დოკუმენტის მომზადება კვირისთვის უნდა მოესწროს, რადგან გერმანიის, საფრანგეთის პირველი პირები, პუტინთან და პოროშენკისთან ერთად, კვირას გამართავენ სატელეფონო კონფერენციას სადაც განიხილავენ ამ საკითხზე შეთანხმებას. მუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელშიც მერკელისა და ოლანდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, პუტინის და პოროშენკოს წინადადებებიც დაემატება, განაცხადა პესკოვმა. პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოლაპარაკება ისე დამთავრდა, რომ მერკელსა და ოლანდს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ. ისინი უკვე გაემგზავრნენ აეროპორტში, განაცხადა პესკოვმა. შეტანხმების კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია.

სხვა სტატიები

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრასაფრანგეთის და გერმანიის ლიდერების 5 საათიანი შეხვედრა, კრემლში ვლადიმერ პუტინთან დამთავრდა შეტანხმებით, რომ მხარეები სასწრაფოდ მოამზადებენ დოკუმენტს უკრაინული კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ასეთი დოკუმენტის მომზადება კვირისთვის უნდა მოესწროს, რადგან გერმანიის, საფრანგეთის პირველი პირები, პუტინთან და პოროშენკისთან ერთად, კვირას გამართავენ სატელეფონო კონფერენციას სადაც განიხილავენ ამ საკითხზე შეთანხმებას. მუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელშიც მერკელისა და ოლანდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, პუტინის და პოროშენკოს წინადადებებიც დაემატება, განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოლაპარაკება ისე დამთავრდა, რომ მერკელსა და ოლანდს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ. ისინი უკვე გაემგზავრნენ აეროპორტში, განაცხადა პესკოვმა.
შეთანხმების კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე თებერვალი 7, 2015 01:59 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics