აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას

თეთრმა სახლმა საბერძნეთს და ევროკავშირს კომპრომისისკენ მოუწოდა

აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-სთან თანამშრომლობას, – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2015 წლის დოკუმენტშია აღნიშნული, რომელსაც თეთრი სახლი აქვეყნებს.
“ჩვენ მხარს დავუჭერთ პარტნიორებს, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, იმისათვის რომ მათ ითანამშრომლონ აშშ-სთან და ნატო-სთან, რათა შეძლონ თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველყოფა” , – წერია დოკუმენტში.
უკრაინის რადამ ქვეყნის ბლოკგარეშე სტატუსის გაუქმების გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო, ვინაიდან უკრაინის მთავრობაში მიიჩნევდნენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საჭირო იყო აღნიშნული სტატუსის გაუქმება და ნატო-ში ინტეგრაციისკენ სწრაფვა. თუმცა, “რია ნოვოსტის” ცნობით, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრობაზე განაცხადს მომდევნო 20 წლის განმავლობაში არ გააკეთებს

banner
წინა სტატიაშიმერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა დამთავრებულია… შედეგები….???
შემდეგი სტატიადედამ შვილს ყალბი დოკუმენტები დაუმზადა