მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა დამთავრებულია… შედეგები….???

ფრანსუა ოლანდი– კრემლში გამართული შეხვედრა უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მოგვარების ბოლო შანსი იყო

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრასაფრანგეთის და გერმანიის ლიდერების 5 საათიანი შეხვედრა, კრემლში ვლადიმერ პუტინთან დამთავრდა შეტანხმებით, რომ მხარეები სასწრაფოდ მოამზადებენ დოკუმენტს უკრაინული კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით.
ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ასეთი დოკუმენტის მომზადება კვირისთვის უნდა მოესწროს, რადგან გერმანიის, საფრანგეთის პირველი პირები, პუტინთან და პოროშენკისთან ერთად, კვირას გამართავენ სატელეფონო კონფერენციას სადაც განიხილავენ ამ საკითხზე შეთანხმებას. მუშავდება ისეთი დოკუმენტი, რომელშიც მერკელისა და ოლანდის მიერ შემოთავაზებულ პირობებს, პუტინის და პოროშენკოს წინადადებებიც დაემატება, განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესმდივნის განცხადებით, მოლაპარაკება ისე დამთავრდა, რომ მერკელსა და ოლანდს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ. ისინი უკვე გაემგზავრნენ აეროპორტში, განაცხადა პესკოვმა.
შეთანხმების კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია.

banner
წინა სტატიაშიტაქსის მძღოლებისთვის, შესაძლოა ლიცენზია გახდეს სავალდებულო
შემდეგი სტატიააშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, აშშ მხარს დაუჭერს საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობას