ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დღეს გაიხსნება? – ირმა ჭკადუა პროკურატურაში იმყოფება

news
: news თებერვალი 2, 2015 13:17

ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დღეს გაიხსნება? – ირმა ჭკადუა პროკურატურაში იმყოფება

მნიშვნელოვანი

  • შესაძლოა დღეს კორტების სპეცოპერაციის საქმე გაიხსნას. საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა,

სხვა სტატიები

შესაძლოა დღეს კორტების სპეცოპერაციის საქმე გაიხსნას. საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ზურაბ ვაზაგაშვილიც. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თემაზე ვრცლად არ ილაპარაკა. მისი თქმით, მას არ აქვს უფლება დღეს ამ თემაზე რამე თქვას. ჭკადუა არ ადასტურებს, რომ პროკურატურაში მისი მისვლა დილიდან მიმდინარე დაკავებების პროცესს უკავშირდებოდეს. ”ბატონი იური ვაზაგაშვილის ამბავი რომ არ მომხდარიყო, ეს საქმე მაინც მალე გაიხსნებოდა. როდესაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ საქმე დაასრულოს და იტყვის, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, საქმე გახსნილად მაშინ გამოცხადდება,” – აცხადებს ირმა ჭკადუა. შეგანხსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, გამომძიებელი ლევან ბეროძე, სპეცრაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი და კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი – ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ექსვსივე პოლიციელს სამართალდამცველებმა სახლებში მიაკითხეს და პროკურატურაში გადაიყვანეს.

news
: news თებერვალი 2, 2015 13:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,513
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics