რუსეთის სათათბიროს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ რუსეთის გარეშე, უკრაინასა და საქართველოში ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია. ალექსეი პუშკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილება რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში შეაფასა. მისი განცხადებით, ევროსაბჭოს ორგანიზაციიდან რუსეთის გასვლის ეშინია. „ჩვენ ხელში გვიჭირავს ევროპაში მთელი რიგი კრიზისების მოგვარების გასაღები. რუსეთის გარეშე უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია,” -განაცხადა პუშკოვმა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების აღდგენაზე უარი განაცხადა და სანქცია აპრილამდე დატოვა ძალაში. რუსეთის დელეგაციამ კი წლის ბოლომდე უარი თქვა ასამბლეაში მუშაობაზ