ზურაბ ვაზაგაშვილის საქმე დღეს გაიხსნება? – ირმა ჭკადუა პროკურატურაში იმყოფება

შესაძლოა დღეს კორტების სპეცოპერაციის საქმე გაიხსნას. საქმე ეხება 2006 წელს მომხდარ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის იყო ზურაბ ვაზაგაშვილიც. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ თემაზე ვრცლად არ ილაპარაკა. მისი თქმით, მას არ აქვს უფლება დღეს ამ თემაზე რამე თქვას. ჭკადუა არ ადასტურებს, რომ პროკურატურაში მისი მისვლა დილიდან მიმდინარე დაკავებების პროცესს უკავშირდებოდეს. ”ბატონი იური ვაზაგაშვილის ამბავი რომ არ მომხდარიყო, ეს საქმე მაინც მალე გაიხსნებოდა. როდესაც გამოძიება ჩათვლის საჭიროდ, რომ საქმე დაასრულოს და იტყვის, რომ მას აქვს საკმარისი მტკიცებულებები, საქმე გახსნილად მაშინ გამოცხადდება,” – აცხადებს ირმა ჭკადუა. შეგანხსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, დაკავებულია კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, გამომძიებელი ლევან ბეროძე, სპეცრაზმის ყოფილი მეთაური კახა ნაკანი და კიდევ სამი ყოფილი სპეცრაზმელი – ჩაკვეტაია, ალელიშვილი და ჯაფარიძე. ექსვსივე პოლიციელს სამართალდამცველებმა სახლებში მიაკითხეს და პროკურატურაში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის გარეშე, უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში ვითარების ნორმალიზება შეუძლებელია,” – ალექსეი პუშკოვი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია:„არავითარი პოლიტიზება ამ პროცესის არ მოხდება”