ამერიკული პრესა: დასავლეთი ტყუილად „ჟღურტულებს“ და ამიტომ აგებს

news
: news თებერვალი 9, 2015 17:43 განახლებულია

ამერიკული პრესა: დასავლეთი ტყუილად „ჟღურტულებს“ და ამიტომ აგებს

უკრაინაში დასავლეთის უკანასკნელმა ინიციატივებმა აშშ-ს პრესაზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

Forbes-ის მიმომხილველის პოლ როდერიკ გრეგორის სტატია დასათაურებულია – „კერი კიევში არაფრისმთქმელი სიტყვით გამოდის, პუტინი კი ამ დროს ტანკებით, რაკეტებით და ცოცხალი სამხედრო ძალით ამარაგებს.“
როგორც ავტორი წერს, ამ გამოსვლას კრემლისთვის „ხასიათი უნდა აემაღლებინა. უკრაინა ელოდებოდა, რომ აშშ, ბოლოსდაბოლოს რაიმდე რეალურს იზამდა და თავდაცვის იარაღებს გამოაგზავნიდა“ – წერს ის – „სრულიად გააზრებული მოქმედებების ნაცვლად, ობამას ადინისტრაციის ბანალური განცხადებები მოისმინეს“ წერს ავტორი და გენერალური მდივნის კიევური სიტყვიდან ციტატა მოჰყავს: „მე აქ კონკრეტულად იმიტომ ვარ, რომ თქვენ მხარაჭერაში, მეგობრობასა და აშშ-ს პრეზიდენტის კეთილგანწყობაში, ჩვენი ადმინისტრაციის და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის მხარდაჭერაში დაგარწმუნოთ“.
„თუმცა, ეს ის არ არის, რისი ღუმელში ჩადება კიევს შეუძლია“ – ირონიულად აღნიშნავს ავტორი.
მისი თქმით, კერი „უკრაინაში რუსული ომის დიპლომატიური გზით გადაჭრას ემხრობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა საკუთარი მძიმე ტექნიკა და სამხედრო ძალები უნდა გაიყვანოს და უკრაინის სუვერენიტეტეს პატივი სცეს.“
სტატიის ავტორის თქმით, აშშ სასწაულებს ელოდება, რაც, ცხადია, შეუძლებელია მოხდეს.
პოლ გრეგორის კერის კიევური სიტყვის კიდევ ერთი ნაწყევტი მოყავს: „ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს იმ ტანკებზე, რომლებიც რუსეთის საზღვარს კვეთენ და უკრაინაში მიდიან. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალებს რუს სამხედროებზე, რომლებიც ასევე კვეთენ საზღვარს“.
თუკი აშშს თვალები ღია აქვს, უკრაინას შეუძლია მას კითხოს: და შემდეგ რას აკეთებთ?
მიმომხილველის აზრით, ვერაფერს გააკეათებენ.
როგორც სხვა ამერიკელი კომენტატორები, პოლ გრიგორი ბანკ Standard-დან ინგლისელ ტიმოტი ეშას ციტირებს, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსული ძალების უკრაინიდან გამოყვანა რუსეთის დამარცხების ნიშანი იქნებოდა.
ერთადერთი გამოსავალი, ეშას სიტყვებით, იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინა რუსეთს ვერ მოუგებს, სამხედრო პატის შექმნაა, რომელიც ასევე აშშ-ს მხრიდან დახმარების გარეშე ვერ შედგება.
ობამას ადმინისტრაციისადმი ჩემი რჩევა იქნება აშშ-ს წარმომადგენლები კიევში არ ჩავიდნენ იქამდე, სანამ კონკრეტულ სამხედრო დახმარებას არ გადაწყვეტთ – წერს ის. მისი თქმით, პოროშენკოს სიტყვების პერიფრაზირება უნდა მოხდეს და ნაცვლად „ჩვენ ომს ადიალებით ვერ მივიგებთ“ უნდა იყოს: „ჩვენ ომს ფუჭი სიტყვებით ვერ მოვიგებთ.“ წერს ფორბსის კომენტატორი.

news
: news თებერვალი 9, 2015 17:43 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics