ზვიად კვაჭანტირაძის სკანდლაური განცხადება

KVACHANTIRADZE„დღეს სრულიად ცხადია, რომ „ნაცების“ ჩამოშლილ პარტიას აღარ აქვს არც არჩევნებში წარმატების და არც ბნელი გეგმების აღსრულების რესურსი,“ – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „ფეისბუქსში“ წერს.
კვაჭანტირაძის თქმითვე, „ნაციონალების “ პარტიული აქტივი დემორალიზებული და მოშლილია, ხოლო მათი „სახეები“ სრულ ისტერიკაში არიან და ყოველდღიურად წარმოუდგენელ სიბრიყვეებს ბოდავენ.
„საქართველოს ხელისუფლება მთლიანად ფლობს სიტუაციას და არავითარი არეულობა დაშვებული არ იქნება. სააკაშვილის და მათი სხვა თანამზრახველების დრო დამთავრებულია. ამას წერტილი საბოლოოდ დაესმევა რამდენიმე დღეში. 8 ოქტომბრიდან „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ უნდა იყოს ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, აუცილებლად მივიდეს საარჩევნო ყუთთან და გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რათა ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას ავანტიურისტებისა და მოძალადეების ბოგინს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. არცერთი ხმა „ნაცებს“ და მათ მონამორჩილებს!“ – წერს კვაჭანტირაძე.

banner
წინა სტატიაში700 მოსწავლე გორში, სწავლას თანამედროვე სტანდარტების სკოლაში განაგრძობს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე : ვაშაძე უკვე მეორედ რჩება იქ, საიდანაც მე მივდივარ