ზვიად კვაჭანტირაძე: ჩემს ბათუმელებს ვთხოვ არ აყვეთ პროვოკაციებს

ჩემს ბათუმელებს ვთხოვ არ აყვეთ პროვოკაციებს, რაც შეიძლება სხვადასხვა ძალის მიერ იყოს ორგანიზებული. ჯერ ყველაფერი გავაკეთოთ სიტუაციის განსამუხტავად და ამას აუცილებლად მოყვება სერიოზული გადაწყვეტილებები. რაც ხდება, ეს იმის ბრალიცაა, რომ ხელისუფლების შიგნით, აქამდე არ ხდებოდა სათანადოდ ერთმანეთის აზრის გაზიარება. პოლიციამ არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადააბიჯოს კანონს და არ დაარღვიოს არცერთი მოქალაქის, მათ შორის პროტესტის გამომხატველთა უფლებები. არც პროტესტანტებმა არ უნდა მისცენ საბაბი პოლიციას, რომ მიმართონ მკაცრ ზომებს. დაკავებულები უნდა გაათავისუფლონ და პატრულის უფროსი როგორც მინიმუმ საბოლოო გამოკვლევამდე სასწრაფოდ უნდა ჩამოაშორონ თანამდებობას. ამას ბევრი ჩემი კოლეგა ვითხოვთ შიგნითაც და საჯაროდაც-აცხადებს ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე.

https://youtu.be/xQXZcpm63aU

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრის პირველი კომენტარი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტის პირველი განცხადება