პრეზიდენტის პირველი განცხადება

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.
მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას.

 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: ჩემს ბათუმელებს ვთხოვ არ აყვეთ პროვოკაციებს
შემდეგი სტატიახელისუფლებას მხრებზე თავი იმისთვის აქვს, აქამდე არ მიიყვანოს ვითარება!