შს მინისტრის პირველი კომენტარი

„მე გავითვალისწინე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თხოვნა, რომ გამეთავისუფლებინა ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები, მიუხედავად იმისა, რომ მე ეს ადამიანები გავათავისუფლე მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება არ შეწყვეტილა და შემიძლია გთხრათ, რომ ეს ადამიანების აუცილებლად სასამართლოს წინაშე წარდგებიან.

„მსგავსი პროვოკაციული მეთოდები, ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეუშლის ხელს კანონის აღსრულებას. ყველა ის პირი, ვინც თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს, უმკაცრესად იქნება დასჯილი. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირად ვაგებთ პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა მან.

მღებრიშვილის თქმით, თუ საჭირო გახდა, დამატებითი ძალებიც იქნება მობილიზებული

„საჭირო თუ გახდა, საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვი, მივემგზავრები ბათუმში და ადგილზე გავეცნობი სიტუაციას – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

https://youtu.be/7GVsA9J7-kw

https://youtu.be/tBQk8zB8FJY

banner
წინა სტატიაში(video)ლევან ვარშალომიძემ ბათუმელებს სოლიდარობა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაზვიად კვაჭანტირაძე: ჩემს ბათუმელებს ვთხოვ არ აყვეთ პროვოკაციებს