ზვიად კორძაძის ემოციური პოსტი-უსუსურობა მახრჩობს რომ არაფერი შემიძლია…

“ძირითადი საქმეები ხომ გადავაგორეთ:
არჩევნების საკითხი გარკვეულია – შერეული სისტემა დარჩება, მოსამართლეები დანიშნულია, შესაწყვეტი უფლებამოსილებები შეწყვეტილია, ბრალები წაყენებული, ადმინისტრაციული საჯელები დადებულია, რუსთაველი დასუფთავებულია …

მეორეხარისხოვანისთვის ეგებ მოვიცალოთ:

ვაჟა გაფრინდაშვილი ციხეშია, ისევ ძირძველ ქართულ მიწაზე ცხინვალში იმიტომ რომ, თქვა:
,,სახელმწიფო საზღვარი ვიცი მე ფსოუზე და როკის გვირაბთან” !!!

რაც ეს კაცი ცხინვალის იზოლატორში ზის ღამე საბნის სითბოში მრცხვენია, უსუსურობა მახრჩობს რომ არაფერი შემიძლია, ,,მშურს”, რომ მე არ ვარ მის ადგილას, მტკივა სილა, რომელიც ყველას გაგვაწნა გამოსაფხიზებლად და მეამაყება, რომ ეგეთი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქვეყანაში”- წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს პოლონეთმა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის სასწავლო აღჭურვილობა გადასცა