ზვიად კორძაძე: აღმაშენებელი ქვეყნის შენებას და გათავისუფლებას რომ მორჩა, დაჯდა და ,,გალობანი სინანულისანი” დაწერა

8 თებერვალი დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. ადვოკატი ზვიად კორძაძე ამ თარიღს ემოციური პოსტით ეხმიანება.

“ქართველი ერისთვის, მისი იდენტობისთვის დავით აღმაშენებლის მნიშვნელობა რომ გავიაზროთ, უბრალოდ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დავითი არ გვყავდა. მივხვდებით, როგორ დაცარიელდება საქართველოს ის ისტორია, რომლითაც ვამაყობთ.
ქვეყნის შენებას და გათავისუფლებას რომ მორჩა, დაჯდა და ,,გალობანი სინანულისანი დაწერა”
არც თვითონ დაურქმევია საკუთარი თავისთვის აღმაშენებელი და მესია. სინანულის ჰიმნი შექმნა, რომელშიც ბევრ რამესთან ერთად სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმულა დაგვიტოვა ჯერ კიდევ როდის:
,,მსაჯული მართლ სჯიდე,
მსახურთა რისხვაჲ ქროდის,
მართალნი ნეტარებდენ,
ცოდვილთა ჰგუემდეს ცეცხლი”
დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა”,-წერს კორძაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიშალვა ხაჭაპურიძე: რა მტკიცებულებებია, რომ ბადრი ესებუა ბანკზე თავდამსხმელი პირია?!
შემდეგი სტატიაკიევის მთავარი პროკურორის მეუღლე რუსეთის მოქალაქეა