ზვიად ძიძიგური – არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობაა

ზვიად ძიძიგურ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინააღმდეგია. ჟურნალისტებთან საუბარში ზვიად ძიძიგური რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში ჩატარება ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობის წინაპირობაა.

„ვადამდელ არჩევნებს არ ვეთანხმები. მუდმივად ისეთ პირობებში ვიყავით, როცა არჩევნები ხან ადრე ტარდებოდა, ხან გვიან. თამაშის წესი ყველამ უნდა იცოდეს. პარტიებმა უნდა იცოდნენ, არჩევნები რამდენი წლით წააგეს თუ მოიგეს”, – განაცხადა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა 10 მილიონი აშშ დოლარი დღესაც შეისყიდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე მოზარდების მკვლელობის საქმეზე – იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს